კატეგორიები

წესები და პირობები

ძალაშია 15 დეკ 2019 დან

გამყიდველი

ონლაინ მაღაზია www.log.ge (შ.პ.ს. ლოგ.გე ს/კ 400278374) - ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას . ჩვენ საშუალებას ვაძლევთ მომხმარებელს, ონლაინ განვადებით, ონლაინ გადახდით ან ანგილზე ბარათით/ქეშად შეიძინოს ნივთები.

მომხმარებლის კონფიდენციალურობა

ვებ გვერდზე გაკეთებული შეკვეთის ყველა ინფორმაცია და მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემები არის დაცული და კონფიდენციალური.მონაცემები ინახება ვებ გვერდის ბაზაში და მათთან შეხება აქვს მხოლოდ და მხოლოდ გუნდის წევრებს. ყველა შენახული ინფორმაცი დაცულია ჩვენს სერვერებზე თანამედროვე ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფით (MD5 დაშიფრული ფორმატით), ხოლო ფიზიკურად სერვერები განთავსებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ და მათთან ფიზიკური წვდომა ვერ ექნება ვერცერთ ადამიანს გარდა იმ უცხოური კომპანიისა რომლეც გვიწევს მომსახურებას.

პროდუქციის აღწერილობა

მწარმოებელი და მომწოდებელი (ონლაინ მაღაზია log.ge) იტოვებს უფლებას შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილება პროდუქციის მახასიათებელში. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს დეტალურად პროდუქციას და დააზუსტოს მისი მახასიათებელი შეძენამდე

პროდუქციის ყიდვა

  1. მომხმარებელი, არჩევს სასურველ პროდუქტს/ებს საიტზე www.log.ge და არჩეული პროდუქცია ღილაკზე დამატება ვარდება მომხმარებლის კალატთში.
  2. მომხარებელი ყიდვის გასაგრძელებლად შედის კალათში (საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში) ათვარიელებს მის მიერ არჩეულ ნივთს/ებს მათ რაოდენობას და ფასებს, სურვილის შემთხვევაში ხელით შეუძლი პროდუქტების რაოდენობის კორექტირება ან რომელი პროდუქტის ამოღება კალათიდან.
  3. როდესაც მომხმარებელი დარწმუნდება საყიდელი ნივთების როგორც რაოდენობის ასევე სახეობების სისწორეში აწვება ღილაკს გაგრძელება
  4. შემდეგ გვერდზე მომხმარებელს შეყავს მისი პირადი ინფორმაცია რომელიც საჭიროა მყიდველის იდენთიფიცირებისთვის და ასევე საიტის ადმინისტრაციის მხრიდან კომუნიკაციის საჭიროების შემთხვევაში, ირჩევს გადახდის ფორმას, ეცნობა საიტის მოხმარების წესებს/ეთანხმება მას (მონიშვნის ფუნქციით) და აწვება ყიდვა-ს.
  5. ბარათით გადახდის მონიშვნის შემდეგ მომხარებელი გადადის ბანკის გადახდის სისტემაში და შეყავს თავისი ბარათის მონაცემები, რომელიც საჭიროა ტრანზაქციის განსახორციელებლად.
    1. ადგილზე გადახდის მონიშვნის შემთხვევაში მომხმარებლის არჩეული პროდუქცია და მისი პირადი ინფორმაცია გადაეცემა log.ge-ს შესაბამის განყოფილებას, რომელიც უკავშირდება მას, ათანხმებს მიტანის დროს და სხვა პირობებს და აწვდის პროდუქციას, ან მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში აუქმებს/ცვლილებები შეაქვს შეკვეთის მონაცმემებში.
  6. ბარათით წარმატებული გადახდის დროს მომხმარებელს ეჭრება თანხა თავისი საბანკო ანგარიშიდან, ხოლო ტრანზაქციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს მისდის SMS შეტყობინება კომპანია LOG.GE დასახელებით, რომელიც ამცნობს ნივთის შეძენას და ასევე აყოლებს უნიკალურ კოდს , რომელიც სამომავლოდ გამოყენებული იქნება შეძენილი ნივთის თარიყის იდენთიფიცირებისთვის საგარანტიო ვადის დასათვლელად, ან მიწოდების პერიოდის გამოსათვლელად, ასევე მიღებული კოდით მომხმარებელს შეუძლია ნივთის სატატუსის შემოწმება საიტზე ww.log.ge ან მასთან გაგზავნილი კურიერის რეალური მდებარეობის და მარშუტის ნახვა , ასევე კურიერთან დასაკავშირებლად მისი ტელეფონის ნომრის ნახვა.

უსაფრთხოება

შერჩეული ნივთების ყიდვის დროს თქვენ გადადიხართ საქართველოს ბანკის ბარათით გადახდის მოდულზე, თქვენს მიერ მითითებული ბარათის მონაცემების შეყვანა ხდება საქართველოს ბანკის კუთვნილ სერვერზე და შესაბამისად ჩვენი საიტის მხარეს არ ხდება თქვენი ბარათის ინფორმაციის არც შეყვანა და არც დამახსოვრება. სანამ ბარათის მონაცემებს შეიყვანთ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება და დარწმუნდეთ რომ ნამდვილად იმყოფებით საქართველოს ბანკის გვერდზე.

შეკვეთის გაუქმება

მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა თუ:

  1. პროდუქტი არ ემთხვევა ფოტოსურათზე გამოსახულ ნივთს
  2. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირებისას ან რაიმე სხვა მიზეზის გამო
  3. ფერი და მახასიათებელი არ ემთხვევა ოპერატორთან დაზუსტების შემდგომ

თანხის დაბრუნება

შეკვეთის გაუქმების პირობებიდან გამომდინარე, თანხის დაბრუნება ხდება იმავე საბარათე ანგარიშზე რომლიდანაც მოხდა თანხის ჩარიცხავა, შეთანხმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

ონლაინ განვადება

ონლაინ განვადებით სარგებლობა შესაძლებელია პირდაპირ საიტიდან. მოხმარებელმა უნდა შეარჩიოს სასურველი ნივთი/ნივთები და მიუთითოს განვადება.
დადებითი პასუხის შემთხვევაში მომხმარებელს უკავშირდება ბანკი ან ჩვენი წარმოადგენელი და უთანხმდება პირობებზე.

გარანტია

ყველა პროდუქტს გააჩნია შესაბამისი ველი სადაც ნაჩვენებია გარანტიის პირობები, რომელიც გაცემულია ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიერ ან არ გააჩნია გარანტია ნივთს.

  1. გარანტიის მოქმედების ვადა იწყება საიტზე შეძენისთანავე და საგარანტიო ნომერს წარმოადგენს შეძენის შემდეგ სმს-ის სგზით მიღებული სპეციალური ნომერი.
  2. განვადებით შეძენილ ნივთებზე გარანტიის ათვლა იწყება კონტრაქტზე ხელის მოწერის დღიდან.

კომპანიის იურიდიული მონაცმები

  1. შ.პ.ს. ლოგ.გე
  2. ს/კ 400278374
  3. მისამართი: ქ.თბილისი გურამიშვილის გამზირი 25 ზ
  4. 597200101

წინამდებარე წესების დაცვით თქვენ ეთანხმებით ონალინ მაღაზიის პირობებს.